LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომში, წმინდა პეტრეს ტაძრის დათვალიერება ამიერიდან სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი, თანაც მილიმეტრების სიზუსტით

109
Screenshot 2024-11-27 134223

ამიერიდან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანს შეუძლია, რომ რომში მდებარე წმინდა პეტრეს ტაძარი სახლიდან გაუსვლელად დაათვალიეროს. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტაძრის 3D ასლი უკვე ონლაინ არის ხელმისაწვდომი.

ეს ასლი ვატიკანმა Microsoft-ის კორპორაციასთან ერთად ცნობილი ტაძრის 400 000-მდე ფოტოს გამოყენებით შექმნა. იმისათვის, რომ ეს ფოტოები კომპლექსურ სამდონიან მოდელში გაეერთიანებინათ, პროექტის ავტორებმა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი გამოიყენეს.

ტაძრის დეტალურად გადაღების პროცესი 3 კვირა გაგრძელდა და მასში აქტიურად იყვნენ ჩართული დრონები და ლაზერები. შეგროვილი ინფორმაციის მოცულობამ 22 პეტაბაიტი შეადგინა – ეს 5 მილიონი DVD-ის მეხსიერების ეკვივალენტია.
შედეგად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაგეგმოს ექსკურსია სახლიდან და ტაძრის ნებისმიერი ნაწილი ვირტუალურად მოიაროს.

სამდონიან ასლში მოხვდა ტაძრის ყველა კუთხე-კუნჭული, მათ შორის ისეთიც, რომელსაც საზოგადოება იშვიათად ხედავს, მაგალითად საფლავები თუ მოზაიკები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები