LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს დედა და და ,,გუჩის” საახალწლო კამპანიაში

140
photo-collage.png (6)

ბიონსეს დედა და და, ტინა და სოლანჟ ნოულსები, ,,გუჩის” საახალწლო კამპანიაში გადაიღეს. იტალიური მოდის სახლის სადღესასწაულო კოლექციის სარეკლამო ვიდეოში დონა სამერის ჰიტის – I Feel Love 1980 წლის ლაივ პერფორმანსი ჟღერს, რომელსაც Blondie ასრულებს.

ამერიკულმა როკ ჯგუფმა ,,დისკოს დედოფლის” კლასიკური ჩანაწერი ოთხ ათწლეულზე მეტი ხნის წინ, ლონდონში გამართული კონცერტისას იმღერა.

I Feel Love დონა სამერმა 1977 წელს წარადგინა. მარტში, ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ სიმღერა გრემის დიდების დარბაზში შეიტანა.

გრემის დიდების დარბაზს 10 ახალი ჩანაწერი დაემატა

Grammy Hall of Fame ისტორიული მნიშვნელობის მუსიკალური ჩანაწერების პატივსაცემად, 1973 წელს დაარსდა. მასში იმ უნიკალურ ალბომებსა და სიმღერებს ინახავენ, რომელებიც 25 ან მეტი წლისაა. მუზეუმის საკულტო კატალოგში ამჟამად, 1, 152 ჩანაწერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები