ცოტა ხნის წინ, მწერალ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა – მწერალმა „დედა და ილია“ UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანის ცხოვრებას მიუძღვნა.
გიორგი კეკელიძე ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების ურთულეს – აფხაზეთიდან ალიკანტემდე განვლილ გზაზე გვიამბობს.
წიგნის გმირებს – წიგნის მთავარი პერსონაჟის დას და შვილს გუშინ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამასთან, მწერალი პრეზიდენტს მადლობას უხდის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი საქმიანობის დროს, სალომე ზურაბიშვილის საკუთარი ოჯახის მდიდარი არქივის გადაცემისთვის:
„დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩემი წიგნის – „დედა და ილია“-ს გმირებს შეხვდა – წიგნის მთავარი პერსონაჟის დას და შვილს, რომელთაც ბოლო პერიოდის ყველაზე დრამატული ქართული გზა – ჭუბერი გამოიარეს. სასიხარულოა და ვფიქრობ, აუცილებელიც კი, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ოკუპაციასთან ასე დაკავშირებულ პროექტებს ეხმიანება.
სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი შეხვედრაზე დასწრება, ობიექტური მიზეზის გამო, თუმცა აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და საჯარო მადლობას გადავუხდი სალომე ზურაბიშვილს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩემი მუშაობისას საკუთარი ოჯახის მდიდარი არქივის გადმოცემისთვის, ასევე საფრანგეთსა და ამერიკაში დაცული უმნიშვნელოვანესი მასალების ემიგრაციის მუზეუმში განთავსებაში გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩემი წიგნის #დედადაილია – ს გმირებს შეხვდა – წიგნის მთავარი პერსონაჟის დას და შვილს,…
Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2024