ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ეხმაურება.
„საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას. მტკივნეულია, ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი.
ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული,“ – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.