მომღერალი ნუცა თოფურია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში წერს.
მომღერლის თქმით, რამდენიმე დღეში მისი დაბადების დღეა, თუმცა მის აღნიშვნას არ აპირებს.
„ჩემი დაბადების დღე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყოველ წელს პატარა ბავშვივით ველოდები, გრანდიოზულად და იდეალურად დაგეგმილი, ჩემი ყველა საყვარელი ადამიანით, გავაუქმე. პირველად, 25 წლის განმავლობაში არ მაქვს არანაირი სურვილი ჩემი დაბადების დღის. სულ მეტირება.
პ.ს. საქართველო იყო არის და იქნება ევროპა! 5 დეკემბერს არის ჩემი დაბადების დღე. მადლობა, ვინც დღეს მილოცავს“, – წერს ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში.
ნოდიკო ტატიშვილი: ვინც დღეს დუმხართ, ისტორიაში ჩაეწერებით როგორც თქვენი ქვეყნის და ხალხის მოღალატეები!
ოთო ნემსაძე: „საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა თუნდაც ერთი წამითაც კი არის ქვეყნის ღალატი! ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ გვაქვს ეს ყველაფერი ნანახი“
ნინი შერმადინი: „ეკლესიაში შეცვენილი სპეცრაზმის კადრებზე ვერაფერს ვამბობ… თითოეულ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა – ხმამაღლა ვილაპარაკოთ, გავერთიანდეთ და დავიცვათ ის პრინციპები, რაც ჩვენს ქვეყანას ამაყ და თავისუფალ ქვეყნად აქცევს, საქართველო ჩვენია და ჩვენ გადავწყვეტთ მის მომავალს – ძალადობის გარეშე!“
„არასდროს, არასდროს დანებდე“ – მატილდა გვარლიანი თბილისში განვითარებული მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება