მომღერალი ნუცა თოფურია ამჟამად იტალიაში იმყოფება. როგორც ირკვევა, ის გაზაფხულის დღეებს კომოს ტბის პირას მდებარე კურორტზე ატარებს.
ნუცამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გააზიარა, სადაც ქალაქის ქუჩებში პოზირებს. ნუცა თოფურია ამჯერად კლასიკურ და ელეგანტურ სტილს ირჩევს – მოკლე შავი ფერის კაბა და შავი სათვალე, რაც მის ლუქს განსაკუთრებულ ხიბლსა და დახვეწილ იერს სძენს.
გამოქვეყნებულ კადრებს მისი გულშემატკივრების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.




