ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი თბილისში განვითარებულ მოვლენებს,„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული სთორებით ეხმაურება.
„არასდროს, არასდროს დანებდე“, – ვკითხულობთ წარწერაზე, რომელსაც მატილდა აზიარებს.
შსს: „აქციაზე 32 სამართალდამცავი დაშავდა… დაკავებულია 43 პირი…“
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე – გორგასლის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.
მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა.