საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მივიდა.
მან სპეცრაზმელებს კითხვით მიმართა:
„თქვენი მოვალეობა არ არის რომ დაშალოთ ხალხი, რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?“ – თქვა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.
„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე
აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, რუსებო“ სკანდირებენ.
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
ფოტო: ინტერპრესნიუსი