გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი ეხმიანება.
ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავრაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს
ნინი შერმადინი „ფეისბუკში“ აქციის მონაწილეების დაკავების ამსახველ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ „საქართველო უნდა იყოს ადგილი, სადაც ძალადობა აღარასდროს იქნება ძალაუფლების ინსტრუმენტი“.
შსს: „აქციაზე 32 სამართალდამცავი დაშავდა… დაკავებულია 43 პირი…“
„როგორც ქართველი, მძიმედ განვიცდი, როგორ ითელება ჩვენი ქვეყნის ღირსება და მომავალი. ძალადობა, ზეწოლა და უსამართლობა სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა, რასაც სულ ვაპროტესტებდი და კვლავ ვაპროტესტებ! ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვოცნებობდით – ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის ფასეულობაა. ეს ის მომენტია, როცა უბრალოდ ვერ ვჩუმდები… მაპატიეთ… ეკლესიაში შეცვენილი სპეცრაზმის კადრებზე ვერაფერს ვამბობ…
ჩემი საქართველო უნდა იყოს ადგილი, სადაც ძალადობა აღარასდროს იქნება ძალაუფლების ინსტრუმენტი. დღეს თითოეულ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა – ხმამაღლა ვილაპარაკოთ, გავერთიანდეთ და დავიცვათ ის პრინციპები, რაც ჩვენს ქვეყანას ამაყ და თავისუფალ ქვეყნად აქცევს. საქართველო ჩვენია, და ჩვენ გადავწყვეტთ მის მომავალს – ძალადობის გარეშე!
საქართველოს გაუმარჯოს!
პ.ს ყველა უცენზურო კომენტარი წაიშლება. მე არ გლანძღავთ მაშინაც კი, როცა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ასე რომ, თავი შეიკავეთ“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველი, მძიმედ განვიცდი, როგორ ითელება ჩვენი ქვეყნის ღირსება და მომავალი. ძალადობა, ზეწოლა და უსამართლობა…
Posted by Nini Shermadini on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024
ცნობისათვის, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მმართველი გუნდის გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში, მომენტალურად დაანონსებული აქციის შემდეგ, მოქალაქეები ჯერ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა
ფოტო სლაიდზე: რადიო თავისუფლება