LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი სიურპრიზით გიბრუნდებით“ – 4 მაისს მარჯანიშვილის თეატრი ოთო ნემსაძის და ჯგუფ LIMBO-ს სადებიუტო ალბომის „სხვა“ პრეზენტაციას უმასპინძლებს

970
ოთო ნემსაძე

4 მაისს, 21:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე ოთო ნემსაძის და ჯგუფ LIMBO-ს კონცერტი გაიმართება.

მუსიკალურ საღამოს ოთო ნემსაძე და ჯგუფი LIMBO მსმენელს წარუდგენს სადებიუტო ალბომს „სხვა“.

კონცერტზე პირველად ცოცხლად შესრულდება ალბომში შემავალი მუსიკალური კომპოზიციები.

მუსიკოსების განცხადებით, პროექტი აერთიანებს თანამედროვე ქართულ როკს და ალტერნატიულ ჟღერადობას, რომლებიც მუსიკას განსხვავებულ ატმოსფეროს სძენს.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიო „ფორტუნა“ და „რუსთავი 2“.

„4 მაისი – მარჯანიშვილის თეატრი. ბევრი სიურპრიზით გიბრუნდებით.

ბილეთები არის ქვემოთ მოცემულ ლინკზე:

https://tkt.ge/eve…/499527/oto-nemsadze-da-jgufi-limbo-skhva “ – წერს ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში.

4 მაისი – მარჯანიშვილის თეატრი 🤘 ბევრი სიურპრიზით გიბრუნდებით 😇 ბილეთები არის ქვემოთ მოცემულ ლინკზე და მე არაფერი დამბრალდეს 🤣❤️ https://tkt.ge/event/499527/oto-nemsadze-da-jgufi-limbo-skhva #LimboMusic

Posted by Oto Nemsadze on ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g