4 მაისს, 21:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე ოთო ნემსაძის და ჯგუფ LIMBO-ს კონცერტი გაიმართა.
მუსიკალურ საღამოზე არტისტებმა მსმენელს წარუდგინეს მათი სადებიუტო ალბომი „სხვა“, რომლის კომპოზიციებიც პირველად სწორედ ამ სცენაზე, ცოცხლად შესრულდა.
დარბაზი ოვაციებით არაერთხელ აივსო, ხოლო კულისებში კონცერტის დასრულების შემდეგ ისმოდა აღფრთოვანებული შეფასებები. მუსიკოსებს გულითადად ულოცავდნენ როგორც წარმატებულ საღამოს, ისე ალბომის პრეზენტაციას, რომელმაც, როგორც ჩანს მსმენელზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.
