LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Uber უპილოტო ავტომობილების მგზავრებს გულისრევის შეგრძნებისგან დაიცავს

27

კომპანია Uber-მა დააპატენტა ტექნოლოგია, რომელიც უპილოტო ავტომობილებში მგზავრებს გულისრევის შეგრძნებისგან დაიცავს. ამისათვის სინათლის პანელებს, დისპლეისა და სავარძლებს გამოიყენებენ, რომლებიც მდებარეობას მოძრაობის პირობების მიხედვით შეიცვლიან.

კინეტოზი, ანუ მგზავრობის ავადმყოფობა მონოტონური რყევებისგან, ან უპილოტო ავტომობილის მოულოდნელი მანევრირებისგან წარმოიქმნება. ადამიანს არ შეუძლია სიტუაციის კონტროლი, რაც ვესტიბულარული აპარატის მუშაობის შეფერხებას იწვევს, ეს კი სივრცეში ასწრაფებასა ან მდებარეობაზეა პასუხისმგებელი.

Uber-ი მგზავრებს ავადმყოფობასთან ბრძოლას ვიზუალური ინდიკატორების საშუალებით სთავაზობს, რომელიც ადამიანებს მოსალოდნელი მოსახვევის, ან გაჩერების შესახებ აუწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები