LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითარება რუსთაველზე: სპეცრაზმმა მეტროს მიმდებარედ აქციის მონაწილეები დაშალა, დააკავეს რამდენიმე პირი

162
აქცია

გამთენიისას, რუსთაველის მეტროს მიმდებარედ შეკრებილი აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა დაშალა.

არსებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. აქციის მონაწილეების ნაწილი მეტროსადგურ „რუსთაველის“ შენობაში შევიდა. მეტროსადგურ „რუსთაველთან“ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიცია ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეების ნაწილმა მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლა.

ამ დროისთვის კი, აქციის მონაწილეების ნაწილმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლა. გადაიკეტა საავტომობილო გზაც.

ცნობისათვის, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ რუსთაველის გამზირზე სადაც, სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები – გაუშვეს ე.წ. გაზის კაფსულა, ამასთან, დაშალეს აქციის მონაწილეების მიერ გამაგრებულ ხელოვნური ბარიკადებიც.

საია – 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, შემოვიდა 200-ზე მეტი პირის დაკავების ინფორმაცია – დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროსა და არასამთავრობოების წარმომადგენლები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g