LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად – იტალიელი მეცნიერების უახლესი კვლევის შედეგები

110
ანელებს თუ არა დაბერების პროცესს D ვიტამინი

როგორ უნდა შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად  და ანელებს თუ არა D ვიტამინის დანამატის მიღება ამ ტენდენციას? – სწორედ ამ საკითხის გასარკვევად შეისწავლეს იტალიელმა მეცნიერებმა მტკიცებულებები, რაც კი აღნიშნულ თემაზე აქამდე გავრცელებულა. ახალი კვლევა Nutrients-ში გამოქვეყნდა.

პერუჯას უნივერსიტეტის გერიატრიის სპეციალისტმა, კარმელინდა რუჯიერომ და მისმა კოლეგებმა მიმოიხილეს დაკვირვებითი კვლევები და კლინიკური ცდები, რომლებშიც ეძებდნენ D ვიტამინის შესაძლო ეფექტებს დაბერების ბიოლოგიურ ნიშნებზე. 

„ამ დრომდე, მტკიცებულებები მწირია და ძირითადად ეფუძნება პრეკლინიკურ მოდელებს“ – ამბობენ მკვლევრები.

მეცნიერების თქმით, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, D ვიტამინი ეპიგენეტიკურ დაბერებას ანელებს, რადგან D ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანები ბიოლოგიურად უფრო ხანდაზმულები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც D ვიტამინი ნორმაში აქვს. თუმცა მათივე თქმით, ძალიან ცოტაა მტკიცებულება, თუ რა დოზით ან რა ასაკში შეიძლება ჰქონდეს D ვიტამინის დანამატებს ეფექტი, რადგან ამ მიმართულებით ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული და შედეგებიც არასრულია.

„მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის დანამატების, როგორც ადამიანის დღეგრძელობის მხარდამჭერი სტრატეგიისადმი ინტერესი დიდია და ამას ზოგიერთი მტკიცებულებაც უჭერს მხარს, ზუსტი პასუხის დადგენისგან ჯერ შორს ვართ“, — წერენ მკვლევრები.

შეგახსენებთ, დღეს ყველასთვის ცნობილია, რომ D ვიტამინი უმნიშვნელოვანესია კუნთებისა და ძვლებისთვის, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის ნაკლებობისას მისი დონის მომატება ლოგიკური ჩანს, ექსპერტები ამბობენ, რომ დანამატების სახით ბევრი ვიტამინის მოხმარება აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის უკეთესია. მეცნიერები გვირჩევენ, ნებისმიერი ვიტამინის ექიმთან რეკომენდაციის შედეგად მიღებას.

ვიდეო: „Kengoro“ – ახალი ჰუმანოიდი ბიჭი რობოტი, რომელიც სპორტულ ვარჯიშებს ასრულებს

ახალი სახის ჰუმანოიდი რობოტი მკვეთრად განსხვავდება სხვა რობოტებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები