LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა ავიამგზავრებისთვის მოულოდნელი საფრთხე გაამხილეს

46

მეცნიერებმა ავიამგზავრებისთვის მოულოდნელი საფრთხე გაამხილეს. აღმოჩნდა, რომ ვულკანის ამოფრქვევა, რომელსაც თან დიდი რაოდენობით ბოლი და ფერფლი ახლავს – თვითმფრინავებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

გამოცემა „Forbes”-მა უკანასკნელი 30 წლის მონაცემები შეისწავლა და დაადგინა რომ ვულკანის გამო დაზიანებები 80-მდე ლაინერს მიუღია. რამდენიმე დღის წინ კი კუნძულ ბალის სიახლოვეს გაღვიძებული ვულკანის გამო საჰაერო სივრცე მთლიანად ჩაიკეტა. საქმე ისაა, რომ ფერფლი 7 კმ. სიმაღლეზე გავრცელდა, რაც საჰაერო ხომალდებისთვის სერიოზულ რისკს ქმნიდა. ზოგადად კი მსგავსი შემთხვევა წელიწადში რამდენჯერმე ხდება და ვულკანის ამოფრქვევა 8-დან 15 კმ. სიმაღლეზეც კი ვრცელდება ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები