LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტოხელა დედაა, 11 წლის ბავშვი ჰყავს, ნერვიულობს – ჯარიმის გადახდის საშუალება არ მაქვსო…“ – ვინ არის ქალი, რომელმაც პოლიციის კორდონი გაარღვია

510
ნანა ტომარაძე

ახალგაზრდა ქალი, ნანა ტომარაძე, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია, სასამართლომ ადმინისტრაციულ სმართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 600 ლარი დააკისრა.

როგორც მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, მისი სასამართლო პროცესი ისე ჩატარდა, რომ სასამართლოს ამის შესახებ არ შეუტყობინებია.

„ის გახლავთ მარტოხელა დედა, ჰყავს 11 წლის შვილი და მასზე ნერვიულობს. როცა განვუმარტე, რომ შესაძლოა, ჯარიმა გამოუწერონ, ძალიან განერვიულდა. ამბობს, რომ არ აქვს საშუალება, რომ ჯარიმა გადაიხადოს. როგორც ჩემთან საუბარში აღნიშნა, სამართალდამცავთა მხრიდან მასზე ძალადობა არ მომხდარა იმის გარდა, რაც ჩანს კადრებში. დანარჩენი შეფასების საკითხია. მხოლოდ იმას ამბობს, რომ უღებდნენ ტელეფონით და კითხვებს უსვამდნენ, მაგრამ თქვა, იმდენად ანერვიულებული ვიყავი, რომ ბევრი რამ არ მახსოვს, რას მეკითხებოდნენო. ახლა იზოლატორშია და შეუძლიათ 48 საათი იქ გააჩერონ, ან გადმოიყვანონ და გაიმართოს სასამართლო. საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით(პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა), რაც ითვალისწინებს 15 დღემდე პატიმრობას ან 5000 ლარამდე ჯარიმას,“ – აღნიშნა ადვოკატმა.

ვრცლად ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g