LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები“ – კობახიძე რამდენიმე პარტიის ოფისში პოლიციის შესვლაზე

147
ირაკლი კობახიძე

„მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები“, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ოპოზიციურ პარტიებში პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა:

„პირად ჩხრეკებზე: თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ…“ – რას ურჩევენ უფლებადამცველები მოქალაქეებს ჩხრეკის შემთხვევაში

„ასევე, დღეს, ვნახეთ, როდესაც შსს, შესაბამისი უწყებები შევიდნენ პარტიულ ოფისებში, იქიდან ხდება შესაბამისი მასალების ამოღება. მეტიც, ვიდრე საერთოდ შევიდოდნენ, როცა დაიწყო შესაბამისი ოპერაცია, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი, მაგალითად, ელენე ხოშტარია და წინასწარ თქვა, რომ ისინი ყიდულობენ პიროტექნიკას და კვლავაც განაგრძობდნენ ამ პიროტექნიკის შეძენას.

რეალურად, ამით ამ პოლიტიკურმა პარტიებმა პირდაპირ აღიარეს, ჯერ მანამდეც აღიარეს საჯარო განცხადებით, მაგრამ ახლა, დღეს უკვე პირდაპირ აღიარეს, რომ ამ სისტემური უხეში ძალადობის უკან დგას მთლიანად პარტიული რესურსი. ცნობილი ჯგუფი არსებობს „დაიტოვე“, რომელიც არის ვითომ გულწრფელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი. ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი აღმოჩნდა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც თავის დროზე, სააკაშვილს სტუმრობდა უკრაინაში და ა.შ. არაფერი გულწრფელობა არ არის აქ. არის მთლიანად პარტიული ინტერესები, ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის ინტერესი და ეს ყველაფერი დღეს, დევს უკვე ხელისგულზე.

მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები. რაც შეეხება კავშირს, ფაქტია, დასტურდება ერთი რამ – ადამიანების სისტემურად მომარაგება პიროტექნიკით და სხვა საშუალებებით ხდებოდა სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ. ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ეს დევს სწორედ ხელის გულზე“, -განაცხადა კობახიძემ.

„დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ხმაურია – სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს

ნიკა მელია გვარამიას დაკავებაზე: „რეჟიმის გადარჩენის პროცესია, რომელიც ვერ გადარჩება“

ცნობისთვის, რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. პარტიების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას კვერცხები და ფეიერვერკები ამოიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g