LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კაჭახიძე: „წაქცეულ ადამიანს ჯერ ქუსლი მიარტყა დამამცირებლად და მერე სახეში წიხლიც დააყოლა. იქ იყო კიდევ რამდენიმე არასწორი ქცევა, ამის გამო ბრაზი გასაგებია, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ერთეული არაკაცების გამო, ყველა სპეცრაზმელი და პოლიციელი ცუდად მოიხსენიო…“

309
გიორგი კაჭახიძე

მსახიობი გიორგი კაჭახიძე ჟურნალ „გზას“ პასუხობს კითხვაზე, თუ რას ფიქრობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე:

„იმ დროს, როდესაც პრემიერმა ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა, აჭარაში, ტარიელ ხარხელაურის საღამოზე ვიყავი. ღონისძიებიდან რომ გამოვედი, ახლობლისგან გავიგე ეს ამბავი. ვაღიარებ, ავღელდი, იმასაც ვაღიარებ, ამ არჩევნებზე 41 მაქვს გაფერადებული, მაგრამ ამ ციფრზე საღალატოდ არ მაქვს არჩევანი გაკეთებული. მგონია, რომ ამ მთავრობას ევროპისკენ ღირსებით მივყავართ, როგორც ლოზუნგზე ეწერა.

რატომ აღელდით, ამ განცხადებაში რა საფრთხე დაინახეთ?

შემდეგ ამ განცხადებას თავად მოვუსმინე, გარკვევით ითქვა, ჩვენ მოლაპარაკებებზე ინიციატივას ინიციატივას აღარ გამოვიჩენთო, მე შეიძლება, ჩემს მეზობელთან ჩემი ინიციატივით არ შევიდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დაველაპარაკები, ან თუ დამიძახებს, არ მივალ. შეჩერება არ ნიშნავს შეწყვეტას მოძრაობის ნიშნებიც არსებობს: „გაჩერება აკრძალულია!“ და „დგომა აკრძალულია!“

აქციებზე განვითარებულ მოვლენებზე რისი თქმა შეგიძლიათ?

თქვენთან ბოდიში, მაგრამ ვიგინები იმ სპეცრაზმელის მისამართით, რომელმაც პირველ საღამოს არაკაცური საქციელი ჩაიდინა. წაქცეულ ადამიანს ჯერ ქუსლი მიარტყა დამამცირებლად და მერე სახეში წიხლიც დააყოლა. იქ იყო კიდევ რამდენიმე არასწორი ქცევა, ამის გამო ბრაზი გასაგებია, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ერთეული არაკაცების გამო, ყველა სპეცრაზმელი და პოლიციელი ცუდად მოიხსენიო. ამავეს ვამბობ აქციის მონაწილეებზეც. რეალურად, დღეს საქართველო ორას არის გაყოფილი, შუაშისტიც კი აღარავინაა დარჩენილი. მეტირება, გეფიცებით, უკიდურესი რადიკალიზმი დაღუპავს ამ ქვეყანას…“,ლ

აჩიკო ნიჟარაძე: მინდა გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს, ვთვლი, რომ გაჩუმება ნამდვილად არ შეიძლება!!! არასდროს გავჩუმებულვარ სხვებისგან განსხვავებით და არც აზრის დაფიქსირების შემშინებია, როცა ხმის ამოღება მართლა საფრთხის შემცველი იყო, ბევრი მახსოვს სირაქლემას პოზაში და ასეთები დღეს მორალს ნუ წაგვიკითხავთ!

აჩიკო ბერიძე: „ფოტო შევცვალე და რატო გამოცვალეო, სიტყვა ვთქვი, რატო თქვიო?! ამათ ბულინგს თავი არ დაუხაროთ და მაგრად იყავით – სიმართლე ჩვენკენ არის ქართველებო!..“

„არცერთ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიცია არ გაპატიებს იმას რასაც საქართველოში, ქართველი სამართალდამცველი გპატიობს!“ – ზურა ხაჩიძე

ლევან ხურცია: „ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს , ლანძღავთ კაცს, რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g