ამსტერდამი ტრანსპორტის გათვალისწინებით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური ქალაქია. მან ჯანსაღ ქალაქთა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა და პირველობა მხოლოდ ლონდონს დაუთმო, წერს travel tomorrow.
ამ რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა ელექტრომობილების რაოდენობა, დასამუხტი სადგურების რიცხვი, ველობილიკების კილომეტრაჟი, გასაქირავებელი ველოსიპედები, ელექტროენერგიაზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მათი მომსახურების ბილეთების ღირებულება გაითვალისწინეს.
ამსტერდამში ველოსიპედისტებს უფრო ხშირად შეხვდებით, ვიდრე ავტომობილებს. მთლიანობაში ქალაქში 800 კილომეტრამდე ველობილიკია გადაჭიმული. 15 ათასი ავტომობილი ამსტერდამში ელექტროქარია და მათ 13 ათასი დასამუხტი სადგური ემსახურებათ.
ბრიტანეთის დედაქალაქი ელექტრომობილების დიდი რაოდენობის და მათი დასამუხტი სადგურების რიცხვის გამო მოხვდა რეიტინგში. მათი რაოდენობა 80 ათასი და 11 ათასია. გარდა ამისა, ქალაქში ელექტრო-ავტობუსების დიდი პარკიცაა, სულ – 1397 ათასი.
ეკოლოგიურ ქალაქთა სრული რეიტინგი ასე გამოყურება:
- ლონდონი
- ამსტერდამი
- ვენა
- ბერლინი
- ჰელსინკი
- პარიზი
- ოსლო
- ანდორა
- ბრიუსელი
- ლუქსემბურგი