2024 წელს დასასვენებლად მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი პარიზია. შესაბამისი რეიტინგი 20 მიმართულებით, ბაზრის კვლევის სერვისის Euro monitor International-ის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს.
სიაში მეორე ადგილი მადრიდს ხვდა წილად, მესამე კი – ტოკიოა. რომი და მილანი ლიდერთა ხუთეულს ასრულებენ. აუცილებლად სანახავ ქალაქთა სიაში მოხვდა ასევე – ნიუ-იორკი, ამსტერდამი, სიდნეი, სინგაპური, ბარსელონა, ტაიბეი, სეული ლონდონი, დუბაი, ბერლინი, ოსაკა ბანგკოკი, ლოს-ანჯელესი, სტამბული და მელბურნი.
როგორც ექსპერტები აზუსტებენ, რეიტინგის შედგენისას ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს როგორიცაა – ეკონომიკური და საქმიანი ეფექტურობა, ტურისტული შესაძლებლობები, ინფრასტრუქტურა, ტურისტული პოლიტიკა და მიმზიდველობა, ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოება, ასევე ეკოლოგიის დაცვა.