ნიაზ დიასამიძის მეუღლემ, მსახიობმა მაია გელოვანმა კოლეგებსა და საზოგადოებას ემოციური სიტყვებით მიმართა.
გელოვანმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში გაფიცვა და დებატები ერთადერთი გზაა, რომ დემოკრატიული ფორმით პროტესტი გამოიხატოს.
„ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის და დედისთვის ყოველი ღამე არის ტანჯვა იმიტომ, რომ არ ვიცი როგორ დაბრუნდებიან ჩემი შვილები და მათი მეგობრები.
ეს არის ძალიან მტკივნეული. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვეძებ რა შეიძლება იყოს პროტესტის სხვა, დემოკრატიული ფორმა, რომლითაც ავიცილეთ თავიდან ამ ხიფათს.
ჩვენმა საზოგადოებამ ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოახერხა დებატები გაემართა, დალაპარაკებოდა საზოგადოებას.
და დღეს თუნდაც ის, რომ ჩვენ შემოვედით ამ თეატრში და შეგვიძლია დავილაპარაკოთ, ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯია იმ დებატებისკენ, იმ დემოკრატიული პროცესისკენ, რაც აუცილებლად უნდა გავიაროთ.
მე ვფიქრობ, რომ გაფიცვა და ეს დებატები იქნება ერთადერთი გზა რომ მივეხმაროთ აქციას, რაც ახდება ქუჩაში. მშვიდობიანი გაფიცვებით ჩვენ უნდა შევიდეთ ყველა სახელმწიფო ინსტანციაში და უნდა ავიყოლიოთ საზოგადოება,“ – აღნიშნა მაია გელოვანმა.