მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს, რასაც პროტესტი და ხმაური მოჰყვა.
კერძოდ, პოლიციელები მეტროსადგურში მოქალაქეებს აჩერებენ, უმოწმებენ ჩანთებს და სთხოვენ პირდაობის მოწმობის წარდგენას. სამართალდამცველების სწორედ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან პროტესტი. მოქალაქეები შესაბამისი ჩხრეკის ოქმის გარეშე დათვალიერებას ეწინააღმდეგებიან.
თავად სამართალდამცველები მედიასთან განმარტავენ, რომ გატარებული ღონისძიება არა ჩხრეკა, არამედ “ზედაპირული შემოწმებაა”.
სამართალდამცავებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოდეანზე“ ერთი პირი დააკავეს. დაკავებას მოქალაქეები ყიჟინით და შეძახილებით შეხვდენენ. ადგილზე ხმაურია.
როგორც სამართალდამცველმა განმარტა, მოქალაქის დაკავების მიზეზი მოქალაქის მხრიდან “პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა” გახდა.