LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილები, ხალხნო, გაჭირვებაში გაზრდილი შვილები ახლა არიან რისკის ქვეშ..მათთვის აუტანელი იყო ყველაფერი რაც ამ ადამიანის გამო გადაგვხდა“ – შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი

316
თეა აბაშმაძე

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ცოლი თეა აბაშმაძე.

„ფორმულას“ ეთერიდან აბაშმაძემ საზოგადოებას ემოციური სიტყვებით მიმართა. ასევე მან მიმართა ყოფილ მეუღლესაც.

„ყვე­ლა­ნი უკვე რის­კის ქვეშ ვართ. სიკ­ვდი­ლის რის­კის ქვეშ ვართ. ჩემი შვი­ლი აქ მახ­ლავს, მე­სა­მე შვი­ლი, უმ­ცრო­სი. ამის მა­მას მივ­მარ­თავ და ვე­უბ­ნე­ბი, სხვა შვი­ლე­ბიც აქ არი­ან. იცო­დეთ, აქ რომ „ტი­ტუშ­კე­ბი“ დარ­ბი­ან ია­რა­ღი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც პრო­ვო­კა­ცია უნ­დათ და უნ­დათ, რომ ჩვენ დაგ­ვაბ­რა­ლონ, რომ ეს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ვი­ღა­ცის თი­თის ტკე­ნას ვა­პი­რებთ.

ჩემი სიმ­წრით გაზ­რდი­ლი შვი­ლე­ბი, ხალხნო, გა­ჭირ­ვე­ბა­ში გაზ­რდი­ლი შვი­ლე­ბი ახლა არი­ან რის­კის ქვეშ. მათ­თვის აუ­ტა­ნე­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი რაც ჩვენ თავს გა­დაგ­ვხდა ამ ადა­მი­ა­ნის გამო. ეს ადა­მი­ა­ნი ბე­დავს და ახლა გვმო­ძღვრავს იქი­დან. ვი­საც ამ ადა­მი­ა­ნის გჯე­რათ, შე­ხე­დეთ ხალხნო, ერთი ჩი­ნოვ­ნი­კი მი­თხა­რით, რო­მე­ლიც არ არის მდი­და­რი. ამა­თი რო­გორ გჯე­რათ მე­გობ­რე­ბო

ჩვენ ყვე­ლა­ნი ერთ ბედ ქვეშ ვართ, ყვე­ლა­ნი და­ჩაგ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ სის­ტე­მის გამო. ყვე­ლა მი­ტინგზე ნამ­ყო­ფი ვარ, 9 აპ­რილს ბავ­შვი ვი­ყა­ვი და აქ ვი­დე­ქი. ახლა უნდა გა­ვიღ­ვი­ძოთ, ყვე­ლა სინ­დის­თან და­დე­ქით. ნუ უს­მენთ პრო­პა­გან­დას, ისი­ნი იტყუ­ე­ბი­ან, ისი­ნი არი­ან ტრო­ლე­ბის ქარ­ხნე­ბი. მოგ­მარ­თავთ ჩემო საყ­ვა­რე­ლო ხალხნო, მე ჩემი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ყვე­ლას სინ­დისს მო­ვუხ­მობ და ვეხ­ვე­წე­ბი, გა­მო­ფხიზ­ლდით ყვე­ლა. ყველ­გან ვიცი, რომ იარ­სე­ბებს ერთი თა­მა­მი ადა­მი­ა­ნი მა­ინც, იმას შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი,“ – აღნიშნა თეა აბაშმაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g