LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუცა ბუზალაძეზე ვინც აგდებულად ლაპარაკობს, ძალიან მაოცებს.. ეს გოგო არ არის დახარბებული კარიერაზე და არც ფულის შოვნაზე.. ძალიან კარგი ფილმი გაკეთდებოდა მის ცხოვრებაზე“ – თეა აბაშმაძე

532
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

ამერიკულ მეგაპროექტ American Idol-ში ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის წარმატებული გამოსვლები გრძელდება. ნუცა ერთადერთი უცხოელია, რომელიც American Idol-ში მონაწილეობს და დაწყების დღიდან წარმატებით ასპარეზობს, რაც მისი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი არც ყოფილა.

ცოტა ხნის წინ, მომღერალმა საკუთარ გულშემატკივრებს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ American Idol-ის ახალ ეპიზოდამდე 3 დღეა დარჩენილი. როგორც ის აღნიშნავს, სწორედ კვირას გაირკვევა, მიიღო თუ არა საკმარისი ხმა კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად.

„გაინტერესებთ, მივიღე თუ არა საკმარისი ხმა Top20-ში მოსახვედრად?” – რას წერს ნუცა ბუზალაძე

მანამდე სოციალურ ქსელში არ წყდება ნუცას მხარდამჭერი გამოხმაურებები.

ვიდეო: ახალი კადრები ჰოლივუდიდან – ნუცა ბუზალაძე ANOUKI-ს ბრჭყვიალა სამოსით და American Idol-ის მონაწილეების მხიარულება მორიგ ტურამდე

აღსანიშნავია, რომ წინა ტურზე კეტი პერიმ ქართველ მომღერალს ზედმეტი ბრჭყვიალა სამოსის მოშორება და სიმღერაზე  კონცენტრირება სთხოვა. გაითვალისწინებს თუ არა ნუცა კეტი პერის თხოვნას ჯერ უცნობია, თუმცა მომღერალი ჰოლივუდიდან, სადაც American Idol-ის მომდევნო ლაივი უნდა გაიმართოს, ახალ კადრებს გვიზიარებს.

ქართველი მომღერლის წარმატების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე თეა აბაშმაძე.

„ნუცა ბუზალაძეზე ვინც აგდებულად ლაპარაკობს, ძალიან მაოცებს. საოცარი ადამიანია ეს გოგო, უშვიათესად გამორჩეული თავისი შრომისმოყვარეობითა და შეუპოვრობით, თან საოცრად გულღია და ღირსეულია. სხვა ქართველი, პატარა წარმატებისას ეგრევე ამპარტავანი ხდება, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ხოდა, ეს გოგოც იშვიათი გამონაკლისია, უამრავ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ყურადღებას მხოლოდ დიდ სცენებზე ამახვილებდა. საკუთარ თავს ცდიდა მასის წინაშე და დანარჩენი არ აინტერესებდა, საკუთარ ისტორიას აგროვებდა. რამდენი კონკურსი მოიგო, იბრძოლა და სულ წინ მიიწევს. იმ რუსულ პროექტში რომ creep იმღერა, რა სასაცილო შემფასებლები ჰყავდა რუსული ესტრადის კლოუნები და რომ არ გაამარჯვებინეს, ამ მართლა ბოროტმა კლოუნებმა :)) ეგეც ძალიან დრამატული მომენტი იყო და ნუცას ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის ასეთი უსამართლო მომენტები. აიდოლშიც შურის ობიექტი რომ გახდა, მაგანაც მის სასრგებლოდ იმუშავა და მისი ადამიანობა უფრო გამოავლინა. ეს გოგო არ არის დახარბებული კარიერაზე და არც ფულის შოვნაზე. მან ბავშვობიდან დააპროგრამირა საკუთარი ფსიქიკა კონკრეტული გეგმით და მთლიანად იხარჯება მიზნის მისაღწევად.

გამოიმუშავა უზარმაზარი ნებისყოფა და გაწრთვნა საკუთარი უნარები მთელი მონდომებით. არის უშიშარი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი და მთელი მისი არსება ასხივებს ამ ენერგიას. American Idol – ში როგორც წარმოაჩინა თავი, არამარტო როგორც არტისტმა, არამედ როგორც ღირსეულმა ადამიანმა, ჩემთვის მის შინაგან ზრდასრულობაზე მეტყველებს. თანაც ამავდროულად არის ძალიან მსუბუქი და ღია, მხიარული და კეთილგანწყობილი ყველას მიმართ.

გარეგნობაც ძალიან შთამბეჭდავი აქვს, მე ისიც მომწონს, რომ არ არის სტერეოტიპული სტანდარტების. ცოცხალი ადამიანია, ენერგიული, ძლიერი, ირგებს ყველაფერს რაც მოსწონს და არ უჭირავს სნობური პოზა არც ჩაცმაში და არც ქცევაში. ძალიან ბუნებრივი ადამიანია და ძალიან ნიჭიერი, კარგ პარტნიორს ეძებს გაცნობიერებულად, იცის რომ გზას გადის და უნდა რომ უფრო დაიხვეწოს და საბოლოოდ იქცეს მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო არტისტად.  და ის მართლა გახდება, რაც მის ისტორიას გადავავლე თვალი, ეჭვი აღარ მეპარება მაგაში…

ძალიან კარგი ფილმი გაკეთდებოდა ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაზე და მისი პიროვნების შესახებ. მაგარი ისტორია აქვს ამ გოგოს, რაც მას აყალიბებს ძლიერ ადამიანად. მისი ისტორია გვიხსნის, თუ რა ხასიათის თვისებები სჭირდება ადამიანს, იმისათვის რომ საკუთარი პოტენციალი გამოავლინოს და გაანათოს. როგორ არ გახდეს საკუთარი მიზნის მონა და ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი პერსონისა და მიღწევების მიმართ“, – წერს თეა აბაშმაძე.

ნუცა ბუზალაძე: „მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და ხმებისთვის, რომელსაც გამომიგზავნით!“

„ვითხოვ ყველა თქვენგანის ყურადღებას, არ მინდა ნუცა დაიჩაგროს – წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცეს…“ – ზაზა შენგელია წერს, რა გზით შეიძლება ნუცასთვის ხმის მიცემა

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ სცენაზე ცეცხლი დაანთო: გაოგნებული ჟიური და დარბაზი, რომელიც ქართველმა მომღერალმა აიყოლია – ნუცას მორიგი გამოსვლა American Idol-ში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები