LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ასეთი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის!.. ასე როგორ დავასრულეთ გულწრფელად დაწყებული ურთიერთობა?!.“ – ნუცა ბუზალაძე ახალ სიმღერაში მეორე ნახევართან დაშორებაზე მღერის?!

646
ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძემ მცირე ხნის წინ გამოუშვა ახალი სიმღერა, By My Side, რომლის ტექსტიც საკმაოდ სევდიანია და დამთავრებულ სიყვარულზე მოგვითხრობს.

ამ კომპოზიციამ გუშინდელი დღის შემდეგ, როცა ნუცას ამერიკელმა საქმრომ და აგენტმა, დარენ პრინცმა გაამხილა, რომ წყვილი ერთად აღარ არის, ახალი მნიშვნელობა შეიძინა ნუცას შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის.

დარენ პრინცმა ნუცასთან ერთად გადაღებული ფოტო დადო და აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა, თუმცა ყოფილ საცოლეს დიდი წარმატებები უსურვა მის კარიერულ საქმიანობაში.

„ჩვენი პერსონალური გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. ჩემთვის სულ ინსპირაცია იქნები და თუმცა არაფერი გამოვიდა, იცი, რომ ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, როგორც შენი უდიდესი მხარდამჭერი“, აღნიშნავს დარენ პრინცი ნუცასადმი მიმართვაში.

ნუცა ბუზალაძემ fortuna.ge-სთან სულ მცირე ხნის წინ ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალ კომპოზიციებს მთლიანად პირადი გამოცდილებების მიხედვით წერს:

„იცი, რას მივხვდი? რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება იმ მხრივ, რომ უფრო მეტად დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა. უფრო მეტად მივხვდი, რა მაქვს დასახვეწი მაგალითად, ჩემს კარიერაში, როგორც ადამიანს, როგორი დისციპლინა უნდა მქონდეს, რომ ამ საქმეში უფრო მეტად ვიყო განვითარებული. ჩემს თავს დავუწყე ყურება, როგორც ყველაზე დიდმა კრიტიკოსმა. მინდა, სპორტულ ცხოვრებაში მქონდეს დიდი პროგრესი, რადგან ჯანსაღ ცხოვრებას ჩემს წარმატებულ კარიერას ვუკავშირებ. როგორც კი არ ვვარჯიშობ და თავს არ ვუვლი, მოტივაცია მინელდება. დავიწყე მუშაობა, რომ უფრო მეტად ჩავურღმავდე საკუთარ თავს, ის ისტორიები, რაც მივიწყებული მქონდა, მტკივნეული ამბები, ჩემი ცხოვრების ეტაპები და გამოცდილებები, ყველაფერი გავიხსენე და ამ ყველაფერზე დავწერე სიმღერები. მოტივაცია მომცა, რომ ახალი ალბომი გამეკეთებინა. უფრო მეტად კრეატიული და არტისტული გახდა ჩემი ცხოვრება. როგორც არტისტს, სხვანაირად ვუყურებ ჩემს თავს“, დასძინა ნუცამ.

ახალი სიმღერის ტექსტი კი, რომელიც ნუცამ ახლახან გაუზიარა თაყვანისმცემლებს, ასეთია:

„როგორ დავასრულეთ ასე, როდესაც ძალიან გულწრფელად დავიწყეთ/რატომ უჩინარდება სიყვარულით სავსე გულები?/ მე კვლავ ვფიქრობ, რა იყო მაშინ/ვცდილობ, არ ვიგრძნო სინანული/და მე ისევ მიყვარხარ/და მე ვიცი, რომ ასეთი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაში…“, მღერის ნუცა ახალ კომპოზიციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები