ღია ვარდისფერი და ყვითელი სახლები, რომლებიც ლურჯ კამკამა წყალს რიფებიდან გადაჰყურებენ – ულამაზეს პოზიტანოს მომღერალი ნუცა ბუზალაძე სტუმრობს და „ინსტაგრამზე“ საოცარ კადრებს გვიზიარებს.
„იცხოვრე ტკბილი ცხოვრებით 🍋“, – წერს ნუცა ბუზალაძე ფოტოებზე, რომლებიც იტალიური ზაფხულის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ასახავს.
მომღერლის მიერ გამოქვეყნებულმა კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
