შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, თეა აბაშმაძე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს თავის სატელევიზიო ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც უამრავმა ადამიანმა გააზიარა:
„ძვირფასო მეგობრებო!..
პირველ რიგში, უდიდეს მადლობას გიხდით, თქვენი გამოხმაურებისთვის. გუშინაც და დღესაც, უამრავი მწერთ და მხარს მიჭერთ. იცოდეთ, რომ ყველანი მიყვარხართ და ყველას გაფასებთ…
ამ ჩართვამდე რამდენიმე წუთით ადრე, მე და ჩემი შვილი შევესწარით, თუ რა სასტიკად სცემეს ადამიანი, ფეხებით შედგნენ უმოწყალოდ. ისედაც ხომ სულ მაგას ვუყურებთ ეს დღეები და უკვე ვეღარ შევძელი თავის შეკავება. მეტყობა კიდეც, როგორ ვარ გამოსული წყობიდან და ბოდიშს გიხდით, ჩემი აღელვებული საუბრისთვის.
საქართველო უკვე დადგა იმ კრიტიკულ მომენტში, როცა რუსულმა რეჟიმმა ბოლომდე გაიშიშვლა თავი და ბოლოდე დაპყრობას გვიპირებს. ჩვენ ახლა არ ვებრძვით ქართულ მთავრობას, ჩვენ საერთოდ არ გვყავს მთავრობა. ესენი ქართველები არ არიან, ესენი ადამიანებიც არ არიან, ესენი არიან რობოტები, რომელთა ხელითაც რუსეთი გვცემს და გვაწამებს. ამიტომ აღარ არსებობს იმედი, რომ დაგვინდობს ვინმე, რუსეთი არავის ინდობს.
ჩვენ უნდა დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენ თუ გავერთიანდებით, უძლეველები ვხდებით.
მე ყოველდღე ძალიან მეშინია, ჩემი შვილების სიცოცხლის გამო და მაინც იქ ვდგავართ. მაინც ვბედავთ ხმის ამოღებას, როცა ვიცით, თუ რა შურისძიება შეუძლია ამ რეჟიმს.
სამსახურიდანაც იმიტომ წამოვედი, რომ მივხვდი, ვერ შევძლებდი იმ სივრცეში გაჩერებას. ჩემს მიმართ უსულგულობას სულ ვპატიობდი ადმინისტრაციას, მაგრამ ამ ვითარებაშიც რომ ჩვეულებრივად აგრძელებდნენ ხალისიან ცხოვრებას, ამის მოთმენა ვეღარ შევძელი.
ან რა სამსახურია ახლა სადარდებელი, როცა ქვეყანა თვალწინ გვეღუპება, როცა ადამიანებს სასტიკად იმეტებენ, ბავშვები კი განსაკუთრებულად სძულთ.
ყველა ბავშვი, ყველა შვილი – ყველას შვილია, ხალხო. მხოლოდ ასეთი განცდით შეგვიძლია სამშობლოს და ჩვენი შვილების შველა.
დღეს მორჩა პირადზე ზრუნვა, ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა და გამარჯვებაც მაშინვე მოვა.
იცით, რა ბედნიერება მოაქვს სიმართლის თქმას?
მაშინვე იბრუნებ შენს სულს, რომელსაც მთელი ცხოვრება გიკლავდნენ. იბრუნებ ძალას შედგე ადამიანად, რომ ძლიერი ხარ და შეგიძლია ძალადობას აღარ ჩაუხარო თავი.
ჩემი უფროსი შვილის წერილის შემდეგ, რამდენიმე ახალგაზრდამ მომწერა, ჩვენც ლაშას დღეში ვართ, მაგრამ ხმას ვერ ვიღებთო. გადაეცი ჩვენი მადლობა, რომ ჩვენს ტკივილს ხმამაღლა ამბობსო. ჩვენ ვიცით, რამხელა გამბედაობა უნდა ამას და ჩვენი სიყვარული გადაეციო.
აი, ასეთ დღეში ჰყავთ ამ ვითომ კაცებს თავიანთი შვილები.
ქალებმა უნდა ავიმაღლოთ ხმა და ოჯახის ის წევრი, რომელიც ახლა ამ ყველაფერში მონაწილეობს, ან თუნდაც ხმას არ იღებს და აგრძელებს ამ რეჟიმთან მუშაობას, უნდა შევაჩეროთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ვერც თქვენ ვეღარ გააგრძელებთ მშვიდ ცხოვრებას, ასეთ ეგოისტ და სასტიკ ადამიანთან. უდიდეს სამსახურს გაუწევთ თქვენს ქვეყანას და ხალხს ამით. თქვენი შვილების გადარჩენა ესაა და არა ფუფუნებაში ცხოვრება სულის გარეშე.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, მიყვარხართ ყველანი…“
ძვირფასო მეგობრებო <3 პირველ რიგში, უდიდეს მადლობას გიხდით, თქვენი გამოხმაურებისთვის. გუშინაც და დღესაც, უამრავი მწერთ…
Posted by Tea Abashmadze on Sunday, December 8, 2024