LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი – 2025 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული

110
ლაშა ხუციშვილი

საქართველოს პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წლის საქართველოს ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით:

  • რეალური ეკონომიკური ზრდა 6%;
  • მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დეფლატორის პროგნოზი 3%;
  • საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება;
  • ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 99 მილიარდ 239 მილიონი ლარის ოდენობით. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 9700 დოლარს აჭარბებს;
  • ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 25,5%-ია, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 25 მილიარდ 305 მილიონ ლარს; 
  • ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი – 500 მილიონი ლარი; 
  • ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი – მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი 35,9%.

2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია.

გამოყოფილი თანხის ფარგლებში:

  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება;
  • 70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, ასევე იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 350 ლარის, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 420 ლარის ოდენობით;
  • შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით;
  • სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტს;
  • ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g