LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: „რომ ნახოთ ახლა, რამხელა კადრების გადინებაა… ღირსეული პოლიციელების უმრავლესობა ახლა ამერიკაში ზიან და იქ მძღოლობენ – დაზუსტებით ვიცი, რომ 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც უბრალოდ არ აკმაყოფილებენ“

175
გიორგი გახარია

„თქვენ რომ ნახოთ ახლა, რამხელა კადრების გადინებაა… ღირსეული პოლიციელების უმრავლესობა ახლა ამერიკაში ზიან და იქ მძღოლობენ“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, „ბევრი ადამიანი გაიქცა იმიტომ, რომ ვერ შეეგუა ამას. ვიღაცა გაიქცა, ვიღაცა ვერ გაიქცა, ვიღაცა დარჩა, ვიღაცა ჩაითრიეს, ვიღაცა მოისყიდეს და დააშინეს“. გახარიას თქმით, ეს არის უდიდესი ტრაგედია.

„[პოლიციის] მთავარი მიზანი იყო ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მსახურება თითოეული მოქალაქის და ეს ხალხი ამით ამაყობდა ყოველთვის. ახლა რაც ხდება, ამის აღდგენას დასჭირდება წლები.

გიორგი გახარია – „გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ს – მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები“

„არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში უკვე საშიშ ფორმას იძენს და განსაკუთრებული სისასტიკით გუშინდელი ღამე გამოირჩევა.“

დაზუსტებით ვიცი, რომ [შსს-ში გათავისუფლების] 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც უბრალოდ არ აკმაყოფილებენ… არჩევნების შემდეგ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, შსს სრულად დეპოლიტიზებული უნდა იყოს. – განაცხადა გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g