4 დეკემბერს აქციაზე დაკავებულმა ლუკა ბარდაველიძემ სასამართლოზე პროცესზე საპოლიციო ძალების მხრიდან ანგარიშსწორებასა და მუქარაზე ისაუბრა. სასამართლო პროცესზე ბარდაველიძემ დეტალურად გაიხსენა რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება:
„მეტროსთან ვიყავი, ველოდებოდი შეყვარებულს, მოვიდნენ ეს პიროვნებები, რომ გამოიწიეს ჩემკენ გავიქეცი. შემდეგ შუა გზაში შევჩერდი, მანქანით მთელი სისწრაფით მოდიოდნენ, ლამის დამარტყა მანქანით… მესმოდა გაექანე მოკალიო… რომ დამიჭირეს იმ პიროვნებამ მუხლი მირტყა, გავხდი ცუდად, გეხვეწებით, ვერ ვსუნთქავ მეთქი, არ აინტერესებდათ, მემუქრებოდნენ გაუპატიურებით, მოკვლით… ვერ ვსუნთქავდი ქალბატონო მოსამართლე…“ – განაცხადა ლუკა ბარდაველიძემ სასამართლო პროცესზე.
ცნობისთვის, 4 დეკემბერს აქციაზე დაკავებული ლუკა ბარდაველიძე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სამართალდამრღვევად ცნო.
„გაგაშიშვლებთ, გადაგიღებთ და გაგაუპატიურებთო“ — 4 დეკემბერს აქციაზე დაკავებულმა ლუკა ბარდაველიძემ სასამართლოზე საპოლიციო ძალების მხრიდან ანგარიშსწორებასა და მუქარაზე ისაუბრა | მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ის სამართალდამრღვევად მაინც ცნო
Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 12 დეკემბერი, 2024