LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს რუსთაველზე 48 პროფესიის 1500 დემონსტრანტი შეიკრიბა“ – მამუკა მდინარაძე

280
მამუკა მდინარაძე

„დღეს რუსთაველზე 48 პროფესიის 1500 დემონსტრანტი შეიკრიბა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ამ წუთებში პარლამენტთან შეკრებილი არიან სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ადამიანები, რომლებიც დღეს მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე წერტილში იყვნენ შეკრებილები და მსვლელობით მივიდნენ რუსთაველის გამზირზე.

მოქალაქეები უკვე მე-16 დღეა, ყოველდღიურად გამოდიან და მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები