LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, უცებ ჩამავლეს ხელი და შემათრიეს, მერე ფიზიკურად გაგვისწორდნენ…“ – მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დაკავების დეტალებზე

142
გიორგი ნაკაშიძე (2)

„წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული“, – ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული მსახიობი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, მოსამართლემ კი მსახიობს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

„სასამართლო კორექტულად მიმდინარეობდა, უბრალოდ, აცილება მოხდა ჩვენს ჩვენებასა და მოწმეების ჩვენებებს შორის“, – განაცხადა ნაკაშიძემ.

კითხვაზე, შსს-ს წარმომადგენლებმა ცრუ ჩვენებები მისცეს თუ არა, ნაკაშიძემ უპასუხა:

„ჰო, ჩემი გადმოსახედიდან ასეა. მე წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, წამებში მოხდა, უცებ ჩამავლეს ხელი და შემათრიეს, მერე ფიზიკურად გაგვისწორდნენ და შემდეგ პოლიციას, პატრულს გადაგვცეს, იქ უკვე ნორმალურად გვექცეოდნენ“,– განაცხადა ნაკაშიძემ.

რუსთაველზე, აქციაზე დაკავებულ მსახიობს, გიორგი ნაკაშიძეს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ცნობისთვის, გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g