საარჩევნო კოლეგიის მიერ, მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება და „ულოცავს მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას“. მისი განცხადებით, „ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველი, პატრიოტი და ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს“.
საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები.
ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს
„დღევანდელი არჩევნების შემდეგ სრულყოფილად ამოქმედდა საქართველოს ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ კი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები.
დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც დააბრუნებს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას კონსტიტუციის ფარგლებში და ამასთანავე, ითამაშებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი საზოგადოების გაერთიანებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, – აღნიშნულია ივანიშვილის მილოცვაში, რომელიც „ქართული ოცნებამ“ გაავრცელა.
„საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“ – მარკო მიხელსონი