LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ვერსიები მაინტერესებს აწი, არც ჰიპოთეზები, მივიღე გადაწყვეტილება… არაფერი შველის ასეთ ხალხს“ – რას წერს თემურ წიკლაურის შვილი

1262
ქეთი წიკლაური

მომღერალი ქეთი წიკლაური სოციალურ ქსელში მამის, თემურ წიკლაურის საფლავთან დაკავშირებით წერს.

მისი თქმით, სასაფლაოს ძეგლი აიღეს. მიზეზი კი რამდენჯერმე განხორციელებული ვანდალიზმია.

„დღეს სკულპტურის დემონტაჟი განვახორციელეთ.
სასაფლაოს ძეგლი ,,დავშალეთ”.
ვინაიდან ვანდალოზმი არ დამთავრდა და კიდე გაგრძელდა.
აზრი არ აქვს შეკეთებას (უფრო სწორედ შევაკეთებ და შევინახავ), არაფერი შველის ასეთ ხალხს, ვინც ამას ჩადის.
არც ვერსიები მაინტერესებს აწი, არც შესაძლო ჰიპოთეზები.
მივიღე გადაწყვეტილება, შევინახო ეს საოცარი ნამუშევარი, რომელიც აწ განსვენებულმა ელიზბარ სააკაძემ გააკეთა.
ამ სკულპტურას დავდგამთ მამას მუზეუმში, რომლის იდეას დავატარებ აქტიურად და იმედით ვარ, რომ ღმერთი დამეხმარება.
და ამიტომაც ხალხის იმედიც მაქვს.
გისურვებთ მშვიდობას ადამიანებო“. – წერს ქეთი წიკლაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g