ქართული ესტრადის ვარსკვლავს, მომღერალ თემურ წიკლაურს დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა.
თემურ წიკლაურს მისი უმცროსი კოლეგა, მუსიკოსი გია ბაღაშვილი იხსენებს და საზოგადოებას გარდაცვლილი მომღერლის აქამდე უცნობ, 20 წლის წინ გადაღებულ კადრებს უზიარებს:
„დღეს ქართული ესტრადის არწივის დაბადების დღეა!.. მეოთხე წელია თემურ წიკლაურის დაბადების დღეს – 22 იანვარს, მის გარეშე ვხვდებით… ძნელია სიტყვებით გადმოსცე, რამხელაა ის დანაკლისი, რაც თემურის არყოფნას უკავშირდება.
საუკუნეში ერთხელ იბადება ასეთი მომღერალი!.. მის მიერ აჟღერებული ყოველი ბგერა, მუსიკალური ინტონაცია თუ ფრაზა იყო ყველასგან გამორჩეული – მართალი, შთამბეჭდავი, კაცური და თხემით და ტერფამდე ქართული!..
დიდ კეთილშობილებას, ვაჟკაცობას, თავდადებისა და თანადგომის უნიკალურ ნიჭს ატარებდა თან. უგულოდ, ნაბიჯი არ გადაუდგამს ცხოვრებაში; არც სიმღერა უთქვამს ოდესმე გულგარეთ და ყასიდად…
თემურ წიკლაურის ხელოვნება მარადისობასთანაა წილნაყარი და მისი ხმა, დარწმუნებული ვარ, საუკუნეების შემდეგაც, იქნება ქართველი კაცის სულიერი სამყაროსა და მისი შემოქმედებითი აღმაფრენის საუკეთესო გამოხატულება!..
20 წლის წინათ გადაღებულ ამ ვიდეოს რაც შეეხება, ის ჩემმა უძვირფასესმა ქეთი წიკლაურმა, თემურის ქალიშვილმა, ამას წინათ გამომიგზავნა. აქ თემური ნიკალას ცნობილ არიას მღერის მიუზიკლიდან „ფიროსმანი“, მე კი – ფორტეპიანოზე ვუწევ მუსიკალურ თანხლებას… უდიდესი ბედნიერება იყო მასთან ერთად სცენაზე დგომა!..“
დღეს ქართული ესტრადის არწივის დაბადების დღეა!დღეს ქართული ესტრადის არწივის დაბადების დღეა!.. მეოთხე წელია თემურ წიკლაურის დაბადების დღეს – 22 იანვარს, მის გარეშე ვხვდებით… ძნელია სიტყვებით გადმოსცე, რამხელაა ის დანაკლისი, რაც თემურის არყოფნას უკავშირდება. საუკუნეში ერთხელ იბადება ასეთი მომღერალი!.. მის მიერ აჟღერებული ყოველი ბგერა, მუსიკალური ინტონაცია თუ ფრაზა იყო ყველასგან გამორჩეული – მართალი, შთამბეჭდავი, კაცური და თხემით და ტერფამდე ქართული!.. დიდ კეთილშობილებას, ვაჟკაცობას, თავდადებისა და თანადგომის უნიკალურ ნიჭს ატარებდა თან. უგულოდ, ნაბიჯი არ გადაუდგამს ცხოვრებაში; არც სიმღერა უთქვამს ოდესმე გულგარეთ და ყასიდად… თემურ წიკლაურის ხელოვნება მარადისობასთანაა წილნაყარი და მისი ხმა, დარწმუნებული ვარ, საუკუნეების შემდეგაც, იქნება ქართველი კაცის სულიერი სამყაროსა და მისი შემოქმედებითი აღმაფრენის საუკეთესო გამოხატულება!.. 20 წლის წინათ გადაღებულ ამ ვიდეოს რაც შეეხება, ის ჩემმა უძვირფასესმა ქეთი წიკლაურმა, თემურის ქალიშვილმა, ამას წინათ გამომიგზავნა. აქ თემური ნიკალას ცნობილ არიას მღერის მიუზიკლიდან „ფიროსმანი“, მე კი – ფორტეპიანოზე ვუწევ მუსიკალურ თანხლებას… უდიდესი ბედნიერება იყო მასთან ერთად სცენაზე დგომა!..
Posted by გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili on სამშაბათი, 21 იანვარი, 2025