LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

246
ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პროკურატურამ, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. აღნიშნული ინფორმაცია „ფორტუნას“ პროკურატურაში დაუდასტურეს.

პროკურატურა ელისაშვილთან მიმართებით პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას ითხოვს. როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, პროცესი სასამართლოში დღეს გაიმართება.

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

magti 5g