LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავტობანი“ – მომხმარებელზე უწყვეტი ზრუნვა რადიოეთერიდანაც

125
ავტობანი

რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ და ორიგინალი ხარისხის ავტონაწილებისა და პრემიალური კლასის ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია „ავტობანი“ წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანი ავტომობილების მფლობელების საყურადღებო საკითხებზე ინფორმირებაა.

გადაცემა „ავტორადიოს“ ეთერში (Fm 95.1) გადის ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 15:00 საათზე. მსმენელი, რომელიც აღნიშნულ დროს დარეკავს „ავტობანის“ ცხელ ხაზზე – 2 62 08 08, „ავტორადიოს“ პირდაპირ ეთერში გადაირთვება და გადაცემის სტუმრისგან მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას მისთვის საინტერესო საკითხზე.

ბერდია მიგრიაული, კომპანიის „ავტობანი“ დისტანციური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„ეს პროექტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უპირველესად, ჩვენი კომპანიის ცნობადობის გასაზრდელად. გვსურს, ფართო აუდიტორიას „ავტობანში“ დასაქმებული პროფესიონალები გავაცნოთ, რომელთაგანაც კომპეტენტურ პასუხებს მოისმენენ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე, ამასთან, შეიტყობენ იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც მომხმარებლებს „ავტობანი“ სთავაზობს. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებული იმ სტერეოტიპების მსხვრევაა, რომლებიც ასე ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. შევეცდებით, ამ ერთგვარი საგანმანათლებლო პლატფორმის მეშვეობით მსმენელმა იმგვარი ინფორმაცია მიიღოს, რომ, ერთი მხრივ, ავტომობილის შეკეთებისას მოტყუებული არ დარჩეს და მეორე მხრივ, უსაფრთხოება აქციოს პრიორიტეტად“.

ვახტანგ დარასელია, გადაცემის წამყვანი:

„ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტია, რადგან ავტომფლობელს ავტოსერვისში მისვლისა და ნაცნობი ხელოსნის გამოძებნის გარეშე შეუძლია მარტივად მიიღოს რჩევები მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე (მაგალითად, საჭიროა თუ არა, შეიძინოს ესა თუ ის ავტოპროდუქტი, გამოცვალოს ესა თუ ის ნაწილი და სხვა) ან დაკვალიანდეს, რა შემთხვევაში მივიდეს ავტოსახელოსნოში. იქიდან გამომდინარე, რომ თემები ამოუწურავია, პირველადი შეფასება და სწორი მიმართულების მიცემა ნამდვილად საჭიროა“.

ცნობისთვის, კომპანია „ავტობანი“ 27 წელია დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს მსოფლიო ავტომწარმოებლებსა და საქართველოს მომხმარებლებს შორის. 2014 წლიდან ის მსოფლიო ავტომწარმოებელთა გაერთიანების TEMOT International Group-ის წევრი და აქციონერია. Galt&Taggart-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, „ავტობანი“ ავტოსათადარიგო ნაწილების სიდიდით მეორე პროვაიდერია საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g