LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

208
ალეკო ელისაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

პროკურატურამ ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

ალეკო ელისაშვილს, რომელსაც გამოძიება პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ედავებოდა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა ცოტა ხნის წინ მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

ადვოკატები გირაოს შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ, რადგან, მათი თქმით, ალეკო ელისაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია და ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო.

როგორც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის ახლა უფრო ხმამაღლა იბრძოლებს, ვიდრე სხვა პოლიტპატიმრებიც გარეთ არ იქნებიან:

„ეს არაფერს ნიშნავს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ იანვრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა და არაფერი დამთავრებულა, ახლა იწყება ყველაფერი. ყველაზე მეტად ვიბრძოლებ, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც დაკავებული, გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული – ჩემი უახლოესი ადამიანი „ოკმელა“ ზის, ძალიან ვაჟკაცი ქართველი ბიჭი და სხვა ნაწამები და ნაცემი პოლიტპატიმრები, რომლებიც იბრძვიან უკეთესი საქართველოსთვის, ახლა უფრო ხმამაღლა ვიბრძოლებ, სანამ ისინი გარეთ არ იქნებიან. არ ვფიქრობ, რომ ჩემს თავს რაიმე სასიხარულო ხდება, რადგან მე შეგუებული ვიყავი, რომ ახალ წელსაც და ჩემს დაბადების დღესაც ციხეში შევხვდებოდი.

მადლობა ყველას, ვინ ამ ხნის განმავლობაში რუსთაველზე ჯიუტად იდგა და აპროტესტებდა. ახლა უფრო მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები ხელისუფლებიდან გავყაროთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით [ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით] ჰქონდა წარდგენილი, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისათვის, პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g