LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ნიკა გვარამიამ იზოლატორი დატოვა

268
ნიკა გვარამია

12-დღიანი პატიმრობის შემდეგ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მარნეულის იზოლატორი დატოვა.

ნიკა გვარამიას სასამართლომ 12 დღით პატიმრობა შეუფარდა

იზოლატორის დატოვების შემდეგ ნიკა გვარამიამ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:

„მიტინგზე მეც წავალ დღეს აუცილებლად. როგორც ვმუშაობდით, ისე ვიმუშავებთ პარტია. ეს სახალხო პროტესტია, ამ პროტესტში ვინც ვართ, ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები სხვებთან ერთად.

არ შეიძლება არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა ამ ქვეყანაში. ყველაფერი რაც თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა მიიღო, ვინც დანიშნა – ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს – ეს არ მიმაჩნია აღნიშვნის ღირსად“, – თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისათვის, ნიკა გვარამია 4 დეკემბერს, „დროას“ ოფისთან დააკავეს. ის დაკავებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ნიკა გვარამიას 12-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g