საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 266 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 9.6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ქვეყნები, საიდანაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა არის: აშშ (50 მლნ აშშ დოლარზე მეტი), იტალია (45 მლნ აშშ დოლარზე მეტი) და რუსეთის ფედერაცია (29 მლნ აშშ დოლარზე მეტი).
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 33 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 5.7%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.