LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ლაშხი: „საჭირო გახდა, თვალი ავახილოთ და ვთქვათ, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი“

259
მარიამ ლაშხი

„იმას, რაც ჩვენ გვეგონა, რომ ნამდვილად ასეა, დღეს ამის სამართლებრივი, თუ სხვა ფორმით გაძლიერება სჭირდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,  მარიამ ლაშხმა, გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონზე საუბრის დროს განაცხადა.

მარიამ ლაშხი: „ტრამპთანაც, რომელსაც მანამდე ძალიან ლანძღავდნენ თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაშინ რატომ აქვთ შიში 20 იანვრის, რატომ ფიქრობენ  და რატომ გვაქვს ჩვენ პოზიტიური მოლოდინები?!“

როგორც მარიამ ლაშხმა თქვა, „საჭირო გახდა, თვალი ავახილოთ და ვთქვათ, რომ თეთრი თეთრია და შავი შავი, ქალი ქალია და კაცი კაცი“.

„ხშირ შემთხვევაში, ვერ ხსნიან ხოლმე, რატომ მოვიდა დონალდ ტრამპი მეორედ, ასე ვთქვათ, დემოკრატიის შუქურის პრეზიდენტად. ალბათ, ამ პროცესებმა, ლიბერალიზმმაც დაკარგა თავისი კლასიკური გაგება და იმ რაღაც ამორალურში გადავიდა, რამაც ეს პროცესები ექსტრემიზმამდე მიიყვანა და საჭირო გახდა, თვალი ავახილოთ და ვთქვათ, რომ თეთრი თეთრია და შავი შავი, ქალი ქალია და კაცი კაცი“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g