LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბეჟაშვილი: აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს – ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, მთავრობას მოუწევს დასანქცირება და ეს იქნება ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას

178
ლევან ბეჟაშვილი

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისათვის სათანადოდ აფასებენ. ამის დასტურია ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით!“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

სახ.დეპი: დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ

მისივე თქმით, აშშ ამზადებს ფინანსურ სანქციებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მისი კარის ბიზნესმენებსა და მთავრობის წევრებს შეეხება.

კახა კალაძე: დიახ, დიპლომატიური პასპორტი მაქვს – ძალიან მარტივად შევძლებ გამგზავრებას და თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ – ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებ გადაადგილებას, თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა

„ჩვენ როგორ უნდა გადავდოთ [მოლაპარაკებები]? ისინი იღებენ გადაწყვეტილებას და ჩვენ როგორ გადავდებთ? – ეს ტყუილია, თქვენ ცრუობთ, თქვენ ხართ ცრუ ტელევიზია.“

„ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრების, მთავრობის წევრების, საჯარო მოხელეების, რომლებიც დიპლომატიური პასპორტებით და სამსახურებრივი პასპორტებით სარგებლობენ, სანქცირება მოხდეს. ასევე აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს, რომელიც ფინანსურ საკითხებს შეეხება. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, ასევე მთავრობის წევრებს, ყველას მოუწევს სათანადო სანქცირება და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი, ევროპა, აშშ -ი ქართველი ხალხის გვერდით დგას და სოლიდარობას უცხადებენ მათ ბრძოლაში,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი“ – ირაკლი კობახიძე დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებაზე

magti 5g