ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მონაკვეთზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც, მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგენილია.
თოვლის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე.