რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ღრმა იმედგაცრუებას გამოთქვამს „ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის გამო”.
„შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის [შეჩერების შესახებ] გადაწყვეტილებაზე და ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობაზე.
ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის არჩევანის გამო. ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების [შეჩერების შესახებ] გადაწყვეტილებაზე და ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.