LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ მელია: „სამი კვირაა ექიმები დიდი დატვირთვით ვმუშაობთ…მხოლოდ დაავადების მკურნალობა კი არ მიწევს, არამედ შოკირებული ავადმყოფების დამშვიდებაც“

353
ანზორ მელია

ანზორ მელია ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და საუბრობს იმ დაძაბულ ფონზე, რომელსაც ადამიანები სტრესამდე მიჰყავს.

როგორც ცნობილი კარდიოლოგი აღნიშნავს, მას ამ დღე­ებ­ში ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მი­ა­კი­თხა.

„მე ვარ პრაქ­ტი­კო­სი ექი­მი. ახლა მხო­ლოდ და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა კი არ მი­წევს, არა­მედ შო­კი­რე­ბუ­ლი ავად­მყო­ფე­ბის დამ­შვი­დე­ბაც. მი­წევს მათი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­მაგ­რე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო სამი კვი­რაა, ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვით ვმუ­შა­ობთ. მო­დი­ან ახა­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბიც და ძვე­ლე­ბიც, რომ­ლებ­საც გა­და­ტა­ნი­ლი აქვთ ინ­ფარ­ქტი, აქვთ მო­ციმ­ცი­მე არით­მია, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა და ამ სტრე­სის ფონ­ზე გარ­კვე­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი ემა­ტე­ბათ.

მო­დი­ან ახალ­გაზ­რდე­ბიც ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლე­ბი, გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლე­ბი და ისე­თი, რომ თვა­ლებ­ში სხი­ვი არ აქვთ – სას­წა­უ­ლია, ასე­თი ჯერ არ მი­ნა­ხავს. მათ მდგო­მა­რე­ო­ბას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ვკვდე­ბი, რად­გან ძნე­ლია ამის ყუ­რე­ბა. არი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი მო­ხუ­ცე­ბიც… ამ ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ფარ­ქტე­ბი­თაც შე­მო­ვიდ­ნენ. ასე უკონ­ტრო­ლოდ გა­ზის გაშ­ვე­ბა, წყლის ჭავლში რა­ღაც გა­უ­გე­ბა­რი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­რე­ვა და ამის და­მიზ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის დღეს და ხვალ არა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წელ­ში ცუდ შე­დეგს მოგ­ვი­ტანს. ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ თუ ასე გაგ­რძელ­და მდგო­მა­რე­ო­ბა, ქვეყ­ნი­დან უნდა წა­ვი­დეს. ვა­წყნა­რებ, ვამ­შვი­დებ და ვე­უბ­ნე­ბი, ვის უტო­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს-მეთ­ქი?!“ – აღნიშნავს ანზორ მელია ambebi.ge-თან.

ვრცლად სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g