LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ მელია: რა ჭკვიანი კაცი ყოფილა, ყოჩაღ ივანიშვილი რა!

238
Untitled design (2)

ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნიკა მელიას მამა – ანზორ მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოყვანით, შეცდომაში შეიყვანეს.

ამის შესახებ ანზორ მელიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა და „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა:

გადაცემის ავტორის შეკითხვაზე, რატომ უნდათ ნიკა მელიას მოშორება, ანზორ მელია აცხადებს:

„იმიტომ, რომ სუფთაა, მიშა სააკაშვილის ერთგულია და არავის აზრს არ გაითვალისწინებს ისეთს, რომელიც წარმატებას არ მოუტანს პარტიას და საქართველოს…

მიხეილ სააკაშვილი შეცდომაშია შეყვანილი. თაკო ჩარკვიანი რომ იძახდა, 130 ათასი კაცი დახვდება და ასე.. სად წავიდა ეს 130 ათასი კაცი? კანცელარიასთან, ბოლოს როდესაც წრიპინებდა იქა და გამოდიოდა და რაღაცებს იძახდა, სადაა მაგის მხარდამჭერი ხალხი, სადაა მაგის პარტია?

რატომ იყო 300 კაცი, აქაც ნიკამ შეუშალა და გადაუღობა ყველას გზა, არ მოხვიდეთო? რა ცოტანი ვიყავით, არ შეიძლება ასე.

თანაც ექიმებიც, რა ემართებათ ამ ექიმებს, როგორ შეიძლება კაცს გიკლავდნენ, არ იყოს ყოფილი პრეზიდენტი, იყოს ჩვეულებრივი მოქალაქე, ისიც უნდა დაიცვა, მაგრამ კაცმა, პრეზიდენტმა, რომელმაც ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა, შექმნა ყველაფერი, ახლა შეიძლება ასე მოექცე? გადაიყვანონ ეს კაცი, სასწრაფოდ გადაიყვანონ, გადაარჩინონ, არ შეიძლება ასე“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის გადაარჩენს სააკაშვილს, მელია ჰპასუხობს:

რაც შეეხება ხაბეიშვილს, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილს გადაარჩენს, ანზორ მელია აცხადებს, რომ მას ამას მანამდეც არავინ უშლიდა.

„როდის გადაარჩენს? ვინ უშლიდა მანამდე ხელს? ნიკამ ხომ ილაპარაკა – ხაბეიშვილს რაღაცები დავავალეო, დაიკარგა ორი-სამი დღე და მერე ბიბლიოთეკიდან დაიწყოო რაღაცებიო. ხაბეიშვილს ვინ უშლიდა? რომ აფრიალებდა ამ სახლების იმას – ეს მოიპარეს, ის მოიპარეს, პრეზიდენტზე ეფიქრა და ყოფილიყო, ნიკა უშლიდა ხელს? თვითონაც თანამდებობის პირი იყო. „გაპაზორდა“ რა ხაბეიშვილი და იმიტომაც ჭიაბერაშვილს უყენებენ ახლა.

კითხვაზე – რა შანსები აქვს ჭიაბერაშვილს ენმ-ში, ანზორ მელია ამბობს:

„რას იზამს, კაცი გავიდა, ეს სჭირდება ივანიშვილს, რა ჭკვიანი კაცი ყოფილა, ყოჩაღ ივანიშვილი რა“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები