„პრემიას „თავისუფალი” ვუძღვნით სწორედ თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩვენს კოლეგას, ანდრო ჭიჭინაძეს“, – ამის შესახებ მსახიობი თაკი მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რეჟიმის ყველა პატიმარს, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც ბედნიერების უფლებას ართმევენ. სიძულვილს და რეპრესიებს სოლიდარობით და სიყვარულით გადავლახავთ!!!
ძალიან დიდი მადლობა!“, – წერს თაკი მუმლაძე.
ცნობისთვის, თაკი მუმლაძის სპექტაკლი „ნინო, ჩემი აფროდიტე“ პრემია „თავისუფალი 2024“-ის გამარჯვებულია ნომინაციაში საუკეთესო სპექტაკლი.
17 დეკემბერს დამოუკიდებელი თეატრების პრემია „თავისუფალი“ რუსთაველზე, თეატრალური უნივერსიტეტის წინ, მეგაფონით და სასტვენებით ჩატარდა.