ტრაგედია დატრიალდა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ვანო მაჭავარიანის ოჯახში. პოლიტოლოგის 24 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა. მომხდარი ტრაგედიის შესახებ ვანო მაჭავარიანი თავად წერს:
„დიდი უბედურება დაგატყდა თავს. აღარ გვყავს ჩვენი მარიამი, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. უფალო მოგვეცი ძალა დავძლიოთ ეს უდიდესი განსაცდელი.
„ჩვენი სკოლის საზოგადოებამ უდროოდ დაკარგა კიდევ ერთი გამორჩეული, მრავალი ღირსებით შემკული ადამიანი – მარიამ მაჭავარიანი, მარიამის მშობლებს ვუსურვებთ გამძლეობასა და ძალას ამ ენით აღუწერელი ტრაგედიის ტვირთვისთვის“ – გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
„მარიამი ასეთი გავიცანით 2014 წელს“
პანაშვიდები დღეს და ხვალ დღის განმავლობაში და საღამოს (საცობების თავიდან ასაცილებლად, საღამოს 8 მერე), გასვენება შაბათს დღის 2 სთზე სახლიდან. მისამართი: აკაკი გელოვანის პირველი შესახვევი (არა ჩიხი) სახლი 7. დიღომი 8 დასახლება“
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ვანო მაჭავარიანის ოჯახს.
დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. აღარ გვყავს ჩვენი მარიამი💔, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ…
Posted by Vano Matchavariani on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2024