საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე პერიოდში დაკავებულებისა და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 362 პირი მოინახულეს.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობითვე, დაკავებულებიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 227 პირი, ხილული დაზიანებები კი 158 პირს აღენიშნებოდა.
ფოტო სლაიდზე: Raymond Red Rodgers