LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის კლასიკური მაგალითი ვერ დატეული შურისა და სიბოროტისა! მებრალება ყოველი ასეთი ადამიანი! ჭეშმარიტ პატრიოტს უხარია და არ სწყინს მისი თანამემამულის წარმატება“ – რას წერს ნუცა ბუზალაძე

235
ნუცა ბუზალაძე

17 დეკემბერს, მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში „გრემის“ ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების მოსაწვევის ფოტო გაავრცელა. მომღერალმა დაწერა, რომ მან 67-ე „გრემიზე“ დასასწრებად სპეციალური მოსაწვევი მეილზე მიიღო.

ფოტო: „გრემი“ მოვდივარ!..“ – ნუცა ბუზალაძე „გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე დაპატიჟეს

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფეისბუკის ჯგუფში „დაიტოვე“, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დაწერა, რომ „გრემის“ ოფიციალურ გვერდს მისწერა, ნუცა ბუზალაძე აღნიშნულ ღონისძიებაზე არ დაუშვან.

„ძალიან გთხოვთ, „გრემის“ ოფიციალურ გვერდს მივწერე, ნუცა არ დაუშვან „გრემიზე“ და შემომიერთდით! საქართველოსთვის სულში ჩაფურთხებაა ეგ ფაქტი. ქვემოთ დავპოსტავ მეილს და ტექსტს, რომელიც უნდა მივწეროთ“, – წერს ჯგუფში „დაიტოვე“ მოქალაქე.

„გრემის“ ოფიციალური გვერდისთვის გაგზავნილ წერილში მოქალაქე წერს, რომ მუსიკალურ დაჯილდოებაზე მიწვეული ნუცა ბუზალაძე საქართველოში მჩაგვრელი, არალეგიტიმური და პრორუსული ხელისუფლების მხარდამჭერია და რომ მომღერალი ამ მხარდაჭერას აგრძელებს სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობით, მაშინ როდესაც ქვეყნის ხელისუფლება უკანონოდ აკავებს ასობით მოქალაქეს.

ფეისბუკის აღნიშნულ ჯგუფში გავრცელებულ მიმართვას მოგვიანებით თავად ნუცა ბუზალაძეც გამოეხმაურა:

„მეც გავაზიარებ, რომ უფრო ბევრმა მისწეროს გრემის აკადემიას. ეს ისე, ხუმრობით… თუმცა სახუმარო არაფერია. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წაართვას სიბოროტემ აზროვნების უნარი ადამიანს. უკვე არც კი ვიცი, რა დავარქვა ასეთ საქციელს…

ადამიანი, რომელიც თავისი შეხედულებებისთვის იბრძვის და კეთილი სურს საკუთარი ქვეყნისთვის, ასე არ იქცევა. ჭეშმარიტ პატრიოტს უხარია და არ სწყინს მისი თანამემამულის წარმატება. სამშობლოსთვის გულანთებულს არც დრო რჩება ასეთი სიბოროტის განსახორციელებლად.

ეს არის კლასიკური მაგალითი ვერ დატეული შურისა და სიბოროტისა! მებრალება ყოველი ასეთი ადამიანი! მე კი სიყვარულით ვივლი. უფალს ებარებოდეთ!“ – წერს ნუცა ბუზალაძე.

ამავე სტატუსის კომენტარში კი მომღერალი აღნიშნავს: „თან მაყურებლის სტატუსით ვარ მიწვეული, ეგ კი არ იციან“.

მეც გავაზიარებ, რომ უფრო ბევრმა მისწეროს გრემის აკადემიას🤗 ეს ისე, ხუმრობით… თუმცა სახუმარო არაფერია.ეს არის კლასიკური…

Posted by Nutsa Buzaladze on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g